იუკნევიჩიენე: სანქცია პირველად იყო ნახსენები დოკუმენტში – ვიწყებთ იდეით, შემდეგ ვმოქმედებთ

ყველამ იცის, რომ კულისებს მიღმა ივანიშვილია და მნიშვნელოვან როლს ასრულებს. მისი გადაწყვეტილებების გარეშე მმართველ პარტიაში არაფერი ხდება. ასე, რომ დიახ, სანქცია პირველად იქნა ნახსენები ოფიციალურ დოკუმენტში, მაგრამ როდესაც ბიბლიას ვკითხულობთ, იქ წერია, რომ ჯერ იყო სიტყვა. ჩვენ ვიწყებთ იდეით და შემდეგ ვმოქმედებთ. ჩემი აზრით, შემდეგი ნაბიჯი იქნება ინსტიტუტები. შესაძლოა, ზოგიერთმა ქვეყანამ შეისწავლოს სიტუაცია საქართველოში და გაიგოს, რომ პრობლემის სათავე ისაა, რაც კომისიის რეკომენდაციებშიც წერია – ქვეყნის ოლიგარქიზაცია”,-აცხადებს ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე ფორმულასთან საუბრისას.

მისივე განცხადებით, 10 წლის წინ საქართველო იყო ლიდერი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის, რეფორმების პროევროპული დღის წესრიგის კუთხით, ევროკავშირსა და ნატოში წევრობის კუთხით. ჩვენ ვუყურებდით საქართველოს დიდი იმედით. რეგიონის დონეზე მართლაც ლიდერი იყო და დღესაც ყველაზე დემოკრატიული ქვეყანაა რეგიონში. მაგრამ იმ დრამატული ცვლილებების გამო, რაც მოხდა საქართველოში, სამწუხაროა რომ თქვენი ქვეყანა ნომერ მესამე სახელმწიფოდ იქცა ე.წ. ტრიოს შორის,-აცხადებს ევროპარლამენტარი.

banner
წინა სტატიაშივოლსკი: „ის, რომ ამ შავბნელ გადმორიცხვებს რაიმე ნათელი მოეფინოს, ელენე ხოშტარიას ოჯახს არ გაუკეთებია“
შემდეგი სტატია“დღეს აქციების და ხელისუფლების შეცვლის დრო არ არის”-პაპუაშვილი