ევროპარლამენტში „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის ინიციატივასთან დაკავშირებით გამართულ დებატებზე საქართველოს საკითხებზე ევროპარლამენტის მომხსენებელმა, რასა იუკნევიჩიენემ განაცხადა, რომ ქართველი ხალხი ბრძოლას აგრძელებს და ევროკავშირმა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ სანქციები დაუყოვნებლივ უნდა დააწესოს.
ევროპარლამენტარის შეფასებით, მმართველი გუნდის მხრიდან ოპოზიციის აკრძალვის მცდელობა, საერთაშორისო ფონდების ოფისების დახურვა და აქტივისტების დაპატიმრება ძალის კი არა, შიშის გამოვლინებაა.
„ივანიშვილის რეჟიმმა რუსეთი აირჩია ქართველი ხალხის ნების უარყოფით. პუტინიზმი დამარცხდება. საქართველოს ბიძინიზაცია დამარცხდება. რუსეთი არავისთვის არაა მომავალი… სწორედ ამიტომ ჩვენ ახლა უნდა ვიმოქმედოთ. სანქციები აუცილებელია ივანიშვილისა და ყველა პასუხისმგებელი პირის წინააღმდეგ“, — განაცხადა რასა იუკნევიჩიენემ.















