იუკნევიჩიენე ივანიშვილის ბოდიშზე

“საკუთარ თავს სულ ვეუბნები, რომ არ უნდა მიკვირდეს არაფერი, რასაც ბიძინა ივანიშვილი ამბობს, მაგრამ მაინც შოკირებული ვიყავი გორში მის მიერ გაკეთებული განცხადებით. შოკირებული იყო ბევრი ჩემი კოლეგა. საშინელი მესიჯი იყო და ჩემთვის ნათელია, რომ ეს კრემლის გზავნილია. ეს არის კრემლის დამოკიდებულება და ეწინააღმდეგება საქართველოს ინტერესებს. ამერიკის შეერთებული შტატებიდან და ევროკავშირიდან ყველა აკვირდება მოვლენებს და ნათელია, რომ მსგავსი განცხადებები არ ეხმარება საქართველოს. რაც დრო გადის, სულ უფრო ვრწმუნდები, რომ ივანიშვილი კრემლის მარიონეტია”,-ამბობს ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე “მთავარ არხთან” საუბრისას.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე: თავისუფლების ინდექსით წინ ვუსწრებთ ბევრ ევროპულ ქვეყანას და ამ გზას გავაგრძელებთ
შემდეგი სტატიათიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან – ლარი და მოლოდინები