იუკნევიჩიენე – გამიმყარდა ეჭვი, რომ ივანიშვილისთვის ევროატლანტიკური ინტეგრაცია არაფერს ნიშნავს

ევროპარლამენტარი და ევროპის სახალხო პარტიის ბლოკის წევრი ლიეტუვიდან, ამ ქვეყნის ყოფილი თავდაცვის მინისტრი რასა იუკნევიჩიენე, “ამერიკის ხმის” ქართულ რედაქციასთან საქართველოსი არსებულ პოლიტიკურ კრიზისზე და შეთანხმების გარეშე დასრულებულ მედიაციის პროცესზე საუბრობს.

იუკნევიჩიენეს განცხადებით, შეთანხმების გარეშე დასრულებულმა მოლაპრაკებებმა ეჭვი გაუმყარა იმის შესახებ, რომ ჩრდილოვანი მმართველს, ბიძინა ივანიშვილსთვის ევროატლანტიკური ინტეგრაცია არაფერს ნიშნავს.

“ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ამ სიტუაციაში ბედნიერი და გამარჯვებულია, რუსეთის ფედერაციაა. ეჭვი ყოველთვის მქონდა და ახლაც მაქვს, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის, რომელიც კულისებში იყო და არ ჩანდა მოლაპარაკების მაგიდასთან, ევროატლანტიკური ინტეგრაცია არაფერს ნიშნავს. მე ძალიან გულწრფელად გეტყვით ამას. ხუთშაბათის შემდეგ, ჩემი ეჭვები უფრო გამყარდა…

ბიძინა ივანიშვილის მსგავსი ფიგურის არსებობა ეწინააღმდეგება დემოკრატიის ევროპულ გაგებას. დემოკრატია ჩვენ გვესმის, როგორც სახელმწიფოს ისე მოწყობა, სადაც მაგალითად, ოპოზიცია ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს, იქნება ეს დღევანდელი ოპოზიცია თუ “ქართული ოცნების” ოპოზიცია მომავალში და არჩევნების მოგება სულაც არ ნიშნავს ყველაფრის შენს სასარგებლოდ მართვას”, – თქვა იუკნევიჩიენემ.

banner
წინა სტატიაშიკორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 216, იმერეთში – 71, აჭარაში – 29
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილმა და ჯანდაცვისა და სურსათის უვნებლობის ევროკომისარმა COVID-19-სა და ვაქცინაციის პროცესის მიმდინარეობის შესახებ ისაუბრეს