იუკნევიჩიენე: დებიძინიზაციის გარეშე საქართველოს ევროკავშირში საერთოდ ვერ ვხედავ

რასა იუკნევიჩენე

საქართველო ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების წინაშეა, ქართველი ხალხი, ყველა, ვინც იბრძვის ევროპული ცხოვრებისთვის. არჩევანი არის “რუსკი მირსა” და ევროპულ ცხოვრებას შორის. ეს კანონი, დიახ, რუსული კანონია, ვიტყოდი – კგბ-ის სტილის კანონი, რომელიც ეწინააღმდეგება ევროპულ გზას.

თუ დაპირებები ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ შესრულდება, ეჭვგარეშეა, რომ ევროპული ინტეგრაციის გზა შეჩერდება. ამ კანონით მართვისა და მანიპულირების, ამ სტილით ოპოზიციისა და ევროპელი თუ ამერიკელი ლიდერების წინააღმდეგ ასეთი ზიზღით საქართველო ვერ მიაღწევს მეტს, ვიდრე ახლა აქვს.

კანდიდატის სტატუსი არ იყო დამსახურებაზე დაფუძნებული, ეს იყო გეოპოლიტიკური ვითარების გამო და ევროკავშირს უნდოდა გზავნილის გაგზავნა ქართველი ხალხისთვის, რომ ისინი არ არიან მარტო, მაგრამ მომავალში ასეთი გადაწყვეტილება აღარ იქნება, თუ საქართველოს მთავრობა გააგრძელებს ევროპული გზის წინააღმდეგ სვლას.

საქართველოს სჭირდება დეოლიგარქიზაცია და როგორც არაერთხელ ვთქვი – დებიძინიზაცია, ამის გარეშე საქართველოს ევროკავშირში საერთოდ ვერ ვხედავ, რადგან ამ ადამიანის ინტერესი არასდროს იყო ევროკავშირში ყოფნა. მისი ბიზნესები, მისი პოლიტიკური ხედვა არის კრემლის მსგავსი და არა ევროპული,-ამბობს ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე, რომელიც თბილისში კონფერენციაზე იმყოფება.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილი: საქართველოს ისტორიაში ბოლო წლებში ძალიან ბევრი სამარცხვინო ფურცელი ჩაიწერა
შემდეგი სტატიალინკევიჩუსი: თუ მოსახლეობის უმეტესობა ევროპულ გზას უჭერს მხარს, არჩევნებით უნდა დამტკიცდეს