იუკნევიჩიანე “ოცნებას” – ეს არაა მხოლო 7 ევროპარლამენტარის განცხადება და ხუმრობა

ევროპარლამენტარის, რასა იუკნევიჩიანე “ქართული ოცნების” ლიდერების განცხადებებს პასუხობს და აცხადებს, რომ 7 ევროპარლამენტარის განცხადებას ყველა მათგანი უერთდება, მათ შორის ევროპული საბჭოც და ეს ხუმრობა არაა. ამის შესახებ მა “თავისუფალი რუსეთის” სამხრეთ კავკასიის ბიუროს დირექტორის, ეგორ კუროპტევის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე გააკეთა.

“საქართველოს ყველა მეგობარს ევროპარლამენტში ბოლო პერიოდში აქვს დიდი იმედგაცურება, ყველა ჩვენგანი მხარს ვუჭერთ 7 ევროპარლამენტარის განცხადებს საქართველოზე. მინდა მივმართო პოლიტიკურ ლიდერებს მმართველი პარტიიდან, რომლებიც აცხადებენ, რომ ეს მხოლოდ შვიდი ევროპარლამენტარის განცხადებაა და არ არის ევროკავშირის პოზიცია, არა, ეს ასე არაა, ყველა ჩვენგანი ვუერთდებით ამ განაცხადს, მათ შორის ევროპული საბჭოც, ასევე, განცხადებას ევროკავშირიდან დაფინანსების გადახედვაზე, ეს სერიოზული განაცხადია და არ არის ხუმრობა.

მეტი მეტისთვის – საქართველო ამის მაგალითი იყო, მაგრამ ახლა ვწუხვარ, რომ საქართველოში ვითარება არის ნეკლები-ნაკლებისთვის. რუსეთი ოკუპანტია და შეჭრილია საქართველოში, მაგრამ ისიც უნდა გვესმოდეს, რომ რუსეთი ფარულად, მაგრამ მიმდინარე პროცესებში ჩართულია, უნდა ითქვას, რომ მოკლევადიან პერიოდში ახლა გამარჯვებულიცაა”, – თქვა რასა იუკ-ნევიჩიანემ.

მისი განცხადებით, ხშირად არ ხდება, როცა ევროპული საბჭოდან მაღალი დონის წარმომადგენლობაა ჩართული მოლაპარაკბებში, თუმცა არცერთმა მხარემ ეს არ გამოიყენა.

ვირუსის ბლოკატორები
წინა სტატიაშიაზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი საქართველოშია
შემდეგი სტატიაიუკნევიჩიანე – ეჭვი მაქვს არის თუ არა ევროატლანტიკური გზა ივანიშვილისთვის პრიორიტეტული