იუკნევიჩიანე: ყოფილი პრეზიდენტისა და მინისტრების დაპატიმრება არ არის საუკეთესო გზავნილები

“ყოფილი პრეზიდენტისა და მინისტრების დაპატიმრება არ არის საუკეთესო გზავნილები, რომელსაც ევროკავშირი საქართველოდან იღებს” – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიანემ განაცხადა.

“ზოგადად მუღებელია სიტუაცია, როდესაც ქვეყანაში, რომელსაც რეფორმები სჭირდება დემოკრატიის გასაღრმავებლად, ასეთი დაძაბულობაა. ყოფილი პრეზიდენტისა და მინისტრების დაპატიმრებაც არ არის საუკეთესო გზავნილები, რომელსაც ევროკავშირი საქართველოდან იღებს. განსაკუთრებით, როდესაც მოქმედი პრემიერი ღიად ამბობს, რომ დამატებითი მუხლები წარედგინება პრეზიდენტს თუ კარგად არ მოიქცევა, ეს პოლიტიკურ მართლმსაჯულებას ჰგავს. ეს ყველაფერი ძალიან გვაშფოთებს და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ თქვენი მეგობრებისთვის ევროპარლამენტში ეს ძალიან ცუდი გზავნილებია. ჩვენ სულ უფრო ნაკლები საშუალება გვაქვს, რომ საქართველოს დავეხმარეოთ”, – თქვა რასა იუკნევიჩიანემ.

banner
წინა სტატიაშიპეკინზე საიუველირო მაღაზია გატეხეს
შემდეგი სტატია“მცდარი პოსტულატია, თითქოს ყველა ოპოზიციური პარტია და მათი ამომრჩეველი მეორე ტურში „ნაციონალურ მოძრაობას“ დაუჭერს მხარს”