იუკა კოპრა: ქართველებო, ჩვენ ვართ ევროპა, თქვენ ხართ ევროპა, ყველანი ვართ ევროპა ვართ – არასდროს დანებდეთ!

ჩვენ აქ ვართ, რათა დემოკრატიისკენ და ევროპისკენ გზაზე მხარი დაგიჭიროთ, – ამის შესახებ ფინეთის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, იუკა კოპრამ თბილისში, საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„დემოკრატიას თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები სჭირდება, დემოკრატიას ხალხი სჭირდება და აქ ბევრ ხალხს ვხედავ. მაგრამ რატომ ჩამოვედი ფინეთიდან თბილისში? სინამდვილეში, ეს თბილისში ჩემი პირველი ვიზიტი არ არის. მე აქ პირველად 1978 წელს ვიმყოფებოდი, როდესაც პატარა ბავშვი ვიყავი, საბჭოთა მმართველობის დროს და როცა ჩემს ოჯახთან ერთად ჩამოვედი აქ დემონსტრაციები იყო. ხალხი დემონსტრაციას საბჭოთა ენის კანონის წინააღმდეგ მართავდა და 1978 წელს ქართველმა ხალხმა შეძლო, რომ საბჭოთა მთავრობას ენის კანონი უკან გაეტანა, რომ არ ამოქმედებულიყო. ასე რომ, ქართველებო, დემონსტრაციების კარგი ისტორია გაქვთ. ყველაფერი გაქვთ, რათა ქვეყანას დემოკრატია მოუტანოთ. ჩვენ აქ ვართ, რათა მხარი დაგიჭიროთ დემოკრატიისკენ და ევროპისკენ გზაზე. ჩვენ ვართ ევროპა, თქვენ ევროპა ხართ, ყველანი ევროპა ვართ. არასდროს დანებდეთ ამ გზაზე, საკუთარი თავის გჯეროდეთ, გჯეროდეთ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების, გჯეროდეთ თავისუფლების და თავისუფლება გაიმარჯვებს, საქართველოში დემოკრატია მოვა“, – განაცხადა იუკა კოპრამ.

banner
წინა სტატიაშიჟიგიმანტას პავილიონისი – ვიღაც ცდილობს, რომ თქვენი თავისუფლება, თქვენი დემოკრატია წაიღოს – იბრძოლეთ თქვენი წევრობისთვის ევროკავშირსა და ნატოში და გახსოვდეთ, რომ არ არსებობს გაწევრიანების ორბანისეული გზა
შემდეგი სტატიაერიკ ოტოსონი: რუსულ აგრესიას მხოლოდ ერთი სახე არ აქვს, ტანკებითა და ჭურვებით, მას აქვს სახე, რომელიც უკანა კარიდან შემოდის, რომელსაც ვერ ცნობ – საქართველო, არასდროს არის გვიან, არასოდეს დანებდეთ!