იუკა კოპრა: არ დანებდეთ! თქვენ ხართ ევროპა

არ დანებდეთ! თქვენ ხართ ევროპა – ასე მიმართა ფინეთის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ იუკა კოპრამ რუსთაველზე აქციის მონაწილეებს.

გწამდეთ თავისუფლების – ეუბნება საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის წევრი ქვეყნის წარმომადგენელი.

თქვენ ნამდვილად გაგაჩნიათ ის, რომ დემოკრატია წინ წამოწიოთ. ჩვენ ვიმყოფებით აქ იმიტომ, რომ მხარი დაგიჭიროთ დემოკრატიისკენ მიმავალ გზაზე და ევროკავშირის გზაზე. თქვენ ხართ ევროპა, ჩვენ ვართ ევროპა და ჩვენ ყველანი ვართ ევროპა, ისევ და ისევ – არ დანებდეთ ამ გზაზე. გჯეროდეთ საკუთარი თავის, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების, გწამდეთ თავისუფლების, თავისუფლება გაიმარჯვებს და დემოკრატია დაისადგურებს საქართველოში’, – განაცხდა იუკა კოპრამ.

banner
წინა სტატიაშირუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციას ცნობილი ქართველი მომღერალი, ნინო ქათამაძე შეუერთდა
შემდეგი სტატიაროთი: გლობალური ომის პარტია არსებობს – ეს რუსეთია, რუსული იმპერიალიზმი