იწყებენ კონფრონტაციას, იწყებენ პოლიტიკურ დევნას

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივნისი 25, 2019 19:50

იწყებენ კონფრონტაციას, იწყებენ პოლიტიკურ დევნას

ბიძინა ივანიშვილი იბრძვის შუა საუკუნეების მეთოდებით„იწყებენ კონფრონტაციას, იწყებენ პოლიტიკურ დევნას,“ – ეს განცხადება „ევროპული საქართველოს“ წევრმა, სერგო რატიანმა ბიუროს სხდომის პროტესტის ნიშნად დატოვების შემდეგ გააკეთა.

სერგო რატიანი პროკურატურის განცხადებას ეხმაურება. საგამოძიებო უწყებამ ნიკა მელიას მიმართ პატიმრობის გამოსაყენებლად თანხმობის მიღების წინადადებით პარლამენტს მიმართავს.

რატიანი აცხადებს, რომ ხელისუფლება უსუსურად გამოიყურება. დეპუტატის განცხადებით, მშვიდობიანი პროტესტის მთავრობას ეშინია და ამბობს, რომ ბრძოლა გრძელდება.

„ეს არის დადგენილება ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით და დღევანდელი ხელისუფლება იქცევა სამარცხვინოდ, მათ შეეშინდათ მშვიდობიანი პროტესტის, მათ შეეშინდათ ორგანიზებული საზოგადოების, მათ შეეშინდათ, რომ ფართო საზოგადოებრივი წრეები გამოხატავენ თავის პროტესტს იმის გამო, რომ ქვეყანა მიჰყავს რუსეთისკენ და გვაკადრეს ის, რომ კომუნისტი გაიხადეს ერთმორწმუნედ. ამის შეეშინდათ და იწყებენ კონფრონტაციას, იწყებენ პოლიტიკურ დევნას, მაგრამ ეს გავლილი ეტაპი არის, ვერავის ამით ვერ შეაშინებენ, ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას, გავაგრძელებთ ბრძოლას ახალი საქართველოსთვის,“ – განაცხადა რატიანმა.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივნისი 25, 2019 19:50

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


4,728
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics