იწყება რეგისტრაცია პროექტზე – „EmpowerHer: გოგოების ბანაკი თანასწორობისა და ლიდერობისთვის“
აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მომსახურების სააგენტო და გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო, გიწვევთ მონაწილეობა მიიღოთ აფხაზეთიდან დევნილ ქალთა მხარდამჭერ უფასო პროექტში.
პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ 18-დან 25-წლამდე ახალგაზრდებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ისეთი თემებით, როგორიცაა:
დევნილ ქალთა გაძლიერების სტრატეგიები, გლობალური ფემინისტური დღის წესრიგი და გენდერული როლების ევოლუცია;
გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა და დევნილ ქალთა მხარდაჭერა სოციალურ-ეკონომიკური ბარიერების გადალახვის მიმართულებით;
დევნილ ქალთა პოლიტიკური მონაწილეობისა და მათი ჩართულობის მნიშვნელობა სამშვიდობო ინიციატივებში;
შესაძლებლობების გაძლიერება დევნილ ქალთა მდგრადი ჩართულობის უზრუნველსაყოფად.
პროექტის მონაწილეები შეირჩევიან სამოტივაციო წერილის საფუძველზე.
პროექტის განხორციელების ადგილი და დრო: კახეთი, 2023 წლის 20 ნოემბრიდან 22 ნოემბრის ჩათვლით.
პროექტში მონაწილეობა უფასოა.
რეგისტრაციის ბოლო ვადა:10 ნოემბერი.
რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://bitly.ws/YdVj