ითხვისის მაღაროში ერთი პირი დაიღუპა

ითხვისის მაღაროში სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას ერთი პირი დაიღუპა. შესაბამის ინფორმაციას “ჯორჯიან მანგანეზი” ავრცელებს.

კომპანიის ცნობით, შემთხვევის ადგილზე მოკვლევას ატარებს სახელმწიფო შრომის ინსპექტორი და პროფკავშირები.

“კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი“ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, ითხვისის მაღაროს თანამშრომლის გარდაცვალების გამო.

კვირას, 17 აპრილს, მაღაროს უბნის უფროსი, 30 წლის, ნ.მ. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გარდაიცვალა.

შემთხვევის ადგილზე მოკვლევას ატარებს სახელმწიფო შრომის ინსპექტორი და პროფკავშირები. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. პროცესში აქტიურად არის ჩართული კომპანია და თანამშრომლობს გამოძიებასთან. ჩვენს ინტერესშია, გამოძიების შეუფერხებელი მუშაობა მომხდარის ობიქტური გარემოების დასადგენად.

“ჯორჯიან მანგანეზი”კიდევ ერთხელ, ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და უთანაგრძნობს გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიმარიუპოლი შეიძლება, გახდეს „წითელი ხაზი“ რუსეთთან მოლაპარაკებებში – კულება
შემდეგი სტატიაჩვენ შეგვიძლია ვებრძოლოთ რუსეთს 10 წლის განმავლობაში – ზელენსკი