დაკავებული ექსპრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს შეწყალების თხოვნით არავისთვის მიუმართავს.
“არც ბატონ ირაკლის მიუმართავს, არც მის დაცვას და არც ოჯახს. მოლაპარაკებები როგორ უნდა მიმდინარეობდეს, ახლა, თუ არის ოფიციალური განცხადება… და ასე, მოლაპარაკებები არ ხდება, ყოველ შემთხვევაში, მე არ გამიგია. სამომავლოდ მომავალში გადავწყვიტავთ და ახლა, ამ ეტაპზე არავის არავისთვის მიუმართავს. თუ საჭირო გახდა, მოიხდის (ბოლომდე). ამ ეტაპზე, ვინაიდან არ ვარ არავისთან არაფერზე შეთანხმებული და არანაირი ინფორმაცია არ მაქვს მაგისი, შესაბამისად, მაგიტომ ვერ ვამბობ.
თავს გრძნობს მხნედ. პოზიცია ისეთია, რაც სასამართლოზე დააფიქსირა, შესაბამისად, აღიარა დანაშაული, – ამბობს მიხეილ შაყულაშვილი ტვ პირველთან.















