21.7 C
Tbilisi
შაბათი, ივლისი 11, 2026
banner

იტალიური სკოლის ორენოვანი სექტორის დამამთავრებელი დიპლომების გადაცემა

გაიმართა 1996 წელს საზოგადოება “საქართველო-იტალიის” ინიციატივით თბილისში დაარსებული იტალიური სკოლა “ცისკრის” ორენოვანი სექტორის დამამთავრებელი დიპლომების გადაცემის ცერემონია. იტალიის ელჩმა მასიმილიანო დ’ანტუონომ იტალიის საელჩოში უმასპინძლა სკოლა “ცისკრის” შვიდ მოსწავლეს, რომლებმაც იტალიური სკოლის დამამთავრებელი გამოცდა წარმატებით ჩააბარეს, სკოლის დირექტორ მაია ლაგვილავასა და სკოლის ლიტერატურის მასწავლებელს ლილიანა ნობილეს.

საერთაშორისო სექტორის შვიდი კურსდამთავრებული სწავლას იტალიის საუკეთესო უნივერსიტეტებში გააგრძელებს – იტალიის განათლების სამინისტროს მიერ აღიარებული დიპლომი მათ შესაძლებლობას აძლევს, ჩაირიცხონ იტალიურ სასწავლებლებში სწავლისთვის აუცილებელი იტალიური ენის გამოცდის ჩაბარების გარეშე.

ეს მნიშვნელოვანი მოვლენაა იტალიაში განათლების მიღების მსურველთათვის – იტალიის განათლების სამინისტროს მიერ აღიარებული დიპლომი შესაძლებლობას აძლევს სკოლა “ცისკრის” მოსწავლეებს, ჩაირიცხონ იტალიის უმაღლეს სასწავლებლებში იტალიური ენის სავალდებულო გამოცდის ჩაბარების გარეშე.
ელჩმა დ’ანტუონომ აღნიშნა, რომ ეს უნიკალური შესაძლებლობა სკოლა “ცისკრის” ხანგრძლივი მუშაობისა და იტალიის საელჩოს მხარდაჭერის შედეგია და წარმატება უსურვა სკოლის მოსწავლეებს, რომლებიც სწავლას იტალიის საუკეთესო უნივერსიტეტებში გააგრძელებენ.

 

banner
წინა სტატიაშიროგორ მივიღოთ მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები ბიზნესში – გაეცანი სრულად დაფინანსებულ ბიზნესკურსს
შემდეგი სტატიაესპანელი ჟურნალისტი: ტომოგრაფიით დასტურდება, რომ ილიას თვალბუდის მცირე მოტეხილობა აქვს, მაგრამ ქირურგიული ოპერაცია საჭირო არ არის