იტალიური მაფია, დიეგო მარადონა და ლეონელ მესი ,,ინტერის,, ფეხბურთელის წინააღმდეგ

14658176_658288647664659_833004180_nარგენტინული მედიით გავრცელებული ინფორმაციით, ,,ტორინოს,, არგენტინელ ლეგიონერს მაქსი ლოპესს, მაფიამ ,,ინტერში,, მოთამაშე მისივე თანამემამულის – მაურო იკარდისათვის (რომელმაც ლოპესს მოდელი ცოლი წაართვა), ფეხების მომტვრევა და აქტიური სპორტის მიღმა დატოვება შესთავაზა…
ინფორმაცია მაფიის მუქარაზე არგენტინელმა ჟურნალისტმა კარლოს მონტიმ გაავრცელა… მისი განცხადებით, ის და მაქსი ლოპესი ერთად მიდიოდნენ ავტომობილით, როდესაც ისინი მაფიამ გააჩერა და ლოპესს, ყოფილი ცოლის – ფოტომოდელ ვანდა ნარას გამო იკარდიზე შურისძიება შესთავაზეს… ,,შენ გინდა, რომ იკარდის ფეხები ისე მოვამტვრიოთ, რომ მან თამაში ვერ შესძლოს? ჰკითხეს ლოპესს მაფიოზებმა, რაზეც ლოპესმა უარი განაცხადა… თუმცა მაფიოზებმა საკუთარი კოორდინატები დაუტოვეს ლოპესს, იმ შემთხვევისთვის თუ ის გადაიფიქრებს,, აცხადებს ჟურნალისტი.
თანამემამულე იკარდის საქციელს გამოეხმაურა მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა არგენტინელი დიეგო მარადონა, რომელმაც იკარდისმორალატე უწოდა…. ,,იკარდი არის მოღალატე, რომელიც ლოპესის სახლში როგორც მეგობარი დადიოდა და მერე ცოლი მოპარა მას,, განაცხადა მარადონამ.
ამავე დროს თანამემამულე იკარდის წინააღმდეგ გამოდის მსოფლიო ფეხბურთის მოქმედი ლეგენდა ლეონელ მესი, რომელმაც არგენტინის ნაკრების მწვრთნელს ედუარდუ ბაუსუს მოუწოდა ნაკრენში არ გამოიძახოს მაურო იკარდი, რადგან ის, თავისი უღირსი საქციელის გამო, ნაკრების ბევრ ფეხბურთელთან დაპირისპირებას ვერ გადაურჩება.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ში ტაისონ გეის ქალიშვილი მოკლეს
შემდეგი სტატიაISIS-მა საკუთარი ორგანიზაციის 58 მეთაური დახოცა