22.8 C
Tbilisi
შაბათი, აგვისტო 15, 2026
banner

იტალიური არქიტექტურული ბიურო Studio Fuksas ეწინააღმდეგება ე.წ. რიყის დოქების დაგეგმილ დემონტაჟს

60 წელზე მეტია ვსაქმიანობთ და ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც პროექტის დანგრევის ფაქტის წინაშე დავდექით ისე, რომ არც ერთხელ განუხილავთ ალტერნატივები”,- ამის შესახებ რიყის დოქების არქიტექტორების განცხადებაშია საუბარი. იტალიური არქიტექტურული ბიურო Studio Fuksas ეწინააღმდეგება ე.წ. რიყის დოქების დაგეგმილ დემონტაჟს და შენობისთვის ალტერნატიული დანიშნულების მოძებნას ითხოვს.

“60 წელზე მეტი პროფესიული საქმიანობის განმავლობაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც Studio Fuksas-ს საკუთარი პროექტის დანგრევის ფაქტის წინაშე უწევს დადგომა ისე, რომ არც ერთხელ არ მიუწვევიათ შესაძლო ალტერნატივების განსახილველად. არც საჯარო ხელისუფლებას და არც სხვა დაინტერესებულ მხარეებს არ დაუწყიათ ჩვენთან თანამშრომლობა, მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ გამოვხატეთ მზადყოფნა, პროცესში ჩავრთულიყავით. Studio Fuksas მტკიცედ ეწინააღმდეგება როგორც შენობის დემონტაჟს, ისე მისი მომავლის შესახებ ღია დიალოგის არარსებობას” [ნეტგაზეთი],- ნათქვამია განცხადებაში.

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ თბილისის მერიამ რიყის დოქების დემონტაჟის ნებართვა გასცა.

banner
წინა სტატიაშიელენე ხოშტარია: თუ შეგხვდებათ ჩანაწერი, რომელშიც უშვერი სიტყვებით ვიხსენიებ ივანიშვილს, ვადასტურებ, რომ ეს ვარ მე
შემდეგი სტატიასაგარეჯო-ბადიაურის ავტობუსის გზიდან გადავარდნის შედეგად, მძღოლი დაიღუპა, სამი მგზავრი კი დაშავდა