იტალიის სანაპიროზე სროლის შედეგად ათი პირი დაშავდა

იტალიის ქალაქ ტარანტოში წუხელ სანაპიროზე მდებარე ღამის კლუბში სროლა მოხდა, დაშავებულია ათი პირი,
მათგან ერთ-ერთი მძიმე მდგომარეობაშია. დისკო-კლუბში Yachting, რომელიც ქალაქის განაპირას მდებარეობს, უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული საღამოში დაახლოებით 300 სტუდენტი იღებდა მონაწილეობას.

სროლის შედეგი ახალგაზრდათა ორ ჯგუფს შორის მომხდარი კონფლიქტი გახდა. ერთმა მათგანმა იარაღი ამოიღო და სროლა დაიწყო, რამაც პანიკა გამოიწვია.

პოლიციამ მსროლელი უკვე დაადგინა, მისი დაკავებისას ის ფეხში დაჭრეს. დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. დაჭრილია ოთხი გოგო და ექვსი ბიჭი, ისინი 20-28 წლისები არიან.

banner
წინა სტატიაშიმოშიმშილე მიგრანტების გამო ბელგიის მთავრობა დაშლის პირას არის
შემდეგი სტატიასტიქიური უბედურებისგან დაზარალებულ გერმანელებს სახლებს მთავრობა აუშენებს