იტალიის საგარეო უწყებამ ქაიროში სტუდენტის დაღუპვასთან დაკავშირებით ელჩი გამოიძახა

იტალიის საგარეო უწყებამ ქაიროში სტუდენტის დაღუპვასთან დაკავშირებით ელჩი გამოიძახა

იტალიის საგარეო უწყებამ ქაიროში სტუდენტის დაღუპვასთან დაკავშირებით ელჩი გამოიძახარომში იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ქაიროში იტალიელი სტუდენტის დაღუპვის გამო ეგვიპტის ელჩი გამოიძახა.
28 წლის ჯულიო რეჯენი, კემბრიჯის უნივერსიტეტის სტუდენტი, 25 იანვარს საღამოს დაიკარგა მას შემდეგ, რაც მან გიზეში საკუთარი სახლი დატოვა და მეგობართან გაემგზავრა სტუმრად.
ეგვიპტური გაზეთის “ალ-აჰრამის” ცნობით, რეჯენის სხეულზე ძალადობის კვალი აღმოაჩინეს.
“ასოშეითედ პრესი” წერს, რომ სტუდენტის სხეული, რომელიც ტრასაზე, მანქანაში იქნა ნაპოვნი, სანახევროდ დამწვარი იყო.
ამავე დროს, გიზას პოლიცია იტყობინება, რომ რეჯენი ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა.

იტალიის საგარეო უწყებამ ეგვიპტის მთვრობას მოუწოდა, შემთხვევის ირგვლივ ობიექტური გამოძიება წარიმართოს და დადგინდეს სტუდენტის გარდაცვალების მიზეზები.

ჯულიო რეჯენი ბრიტანეთში კემბრიჯის უნივერსიტეტის სტუდენტი იყო და ქაიროში ამერიკის უნივერსიტეტში გადიოდა სტაჟირებას.

banner
წინა სტატიაშიევროკომისიის პროგნოზი ნავთობის ფასთან დაკავშირებით
შემდეგი სტატიასაბერძნეთში 24 საათიანი საყოველთაო გაფიცვა დაიწყო