იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, უკრაინის მხარდამჭერი პოზიციების გამო, სიცოცხლის მოსპობის მუქარაზე შეტყობინებები მიიღო

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლუიჯი დი მაიომ განაცხადა, რომ უკრაინის ომთან დაკავშირებით მისი პოზიციის გამო, მან სოციალურ ქსელებში სიცოცხლის მოსპობის მუქარაზე შეტყობინებები მიიღო, „თუმცა ეს არ შეაჩერებს იტალიის მთავრობის მოქმედებას რუსეთის შეჭრის წინააღმდეგ“. ამის შესახებ იტალიური საინფორმაციო სააგენტო „ანსა“ იუწყება.

იტალიის სახელმწიფო ტელეარხ „Rai 1“-თან საუბრისას, საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ მუქარები არ შეაჩერებს იტალიის მთავრობის მოქმედებას.

„ჩვენ ძალიან მტკიცე პოზიცია დავიკავეთ უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებით, მაგრამ ღია არხებს ვტოვებთ მოსკოვთან და კიევთან.

რაც მე უფრო მაწუხებს არის რუსეთის სავარაუდო სისასტიკის უარყოფა, რომელიც იტალიაში ვრცელდება. მთელ საერთაშორისო საზოგადოებას სურს მშვიდობა. სანქციებზე ძალიან მაღალი კონსენსუსია, ჩვენ მზად ვართ გავაძლიეროთ ისინი, დაახლოებით 200 ბავშვი დაიღუპა თითქმის ორთვიან ომში. პუტინს მხოლოდ სანქციებით ესმის“, – დაძინა დი მაიომ.

მისივე თქმით, უკრაინიდან იტალიაში ლტოლვილების უმრავლესობა ქალები არიან.

პოლიციამ განაცხადა, რომ დი მაიოს მკვლელობის მუქარაზე გამოძიება ორი ადამიანის წინააღმდეგ მიმდინარეობს.

სამართალდამცველებმა, იტალიის პირველი დიპლომატის მიმართ, „ტელეგრამში“ გაჟღერებულ მუქარასთან დაკავშირებით მილანისა და სირაკუზას პროვინციებში, 46 და 48 წლის მამაკაცების სახლებში რეიდები ჩაატარეს.

კარაბინიერების ცნობით, აღნიშნული მამაკაცები არ მიეკუთვნებიან არცერთ ექსტრემისტულ დაჯგუფებას.

მედიის ინფორმაციით, დი მაიო მიზანში მას შემდეგ ამოიღეს, რაცმ მან უკრაინელი ხალხის მიმართ ძლიერი მხარდაჭერა გამოხატა. იტალიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის პოლიციის ესკორტი მუქარის შემცველი შეტყობინებები მიღების შემდეგ გაძლიერდა.

banner
წინა სტატიაშიფინეთი და შვედეთი ნატო-ში გაწევრიანების შემთხვევაში ოფიციალურ მოწინააღმდეგეებად იქნებიან აღქმული – მედვედევი
შემდეგი სტატიაშალვა პაპუაშვილი: პროექტი „პატრიოტი დიასპორელები“ მნიშვნელოვანია, რათა ჩვენი დიასპორელი ბავშვები არ მოწყდნენ საკუთარ სამშობლოს