იტალიის ქალაქ უდინეში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

იტალიური მედიის ინფორმაციით, იტალიის ქალაქ უდინეში საქართველოს მოქალაქე დააკავეს.

როგორც ცნობილია, დაკავებულს პარფიუმერიის მაღაზიის ქურდობისთვის 2 წლის განმავლობაში ეძებდნენ.

ადგილობრივი მედიის ცნობით, მოქალაქე პარფიუმერული მაღაზიის დაცვამ შემთხვევით ამოიცნო.

ამავე მაღაზიიდან დაკავებულს 700 ევროს ღირებულების პარფიუმერული კოსმეტიკა ჰქონდა მოპარული.

banner
წინა სტატიაშიმამუკა ხაზარაძე: არ დაგვავიწყდეს, ეს ის ბიძინა და “ოცნებაა” რომლის “სუსი” უსმენს, იწერს და მერე ეკლესიის შანტაჟისთვის “კრებსებს” ასაჯაროებს
შემდეგი სტატიაცესკოში 26 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნებისთვის პარტიების რეგისტრაცია დასრულდა