23.8 C
Tbilisi
შაბათი, აგვისტო 15, 2026
banner

იტალიის ქალაქ ნეაპოლში 36 წლის ქართველი ემიგრანტი გარდაცვლილი იპოვეს

იტალიის ქალაქ ნეაპოლში 36 წლის ქართველი ემიგრანტი, ვანო ელოშვილი გარდაცვლილი იპოვეს.

ინფორმაციას “მთავარი ამბები კახეთიდან” ავრცელებს და წერს, რომ ელოშვილი ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდის მკვიდრია და ის ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში იტალიაში სამუშაოდ იმყოფებოდა.

როგორც გამოცემას გარდაცვლილის ნათესავებმა უთხრეს, ახალგაზრდა კაცი სამსახურში არ გამოცხადდა, რის შემდეგაც თანამშრომლებმა მისი ადგილსამყოფლის გარკვევა სცადეს და საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად გულის შეტევა სახელდება.

banner
წინა სტატიაშიEU-მ მოლდოვასთან მოლაპარაკებების მე-6 კლასტერი გახსნა
შემდეგი სტატიაზურაბ გირჩი ჯაფარიძე: დღეს ბოლომდე ვერ დავრჩი პროცესზე, მაგრამ რამდენიმე რაღაც ჩავინიშნე და არ უნდა ჩაიკარგოს