იტალიის პრემიერმა უკრაინისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარდაჭერა გამოუცხადა

იტალიის პრემიერ-მინისტრმა, მარიო დრაგიმ უკრაინისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარდაჭერა გამოუცხადა. ამის შესახებ მან კიევში უკრაინის, საფრანგეთის, გერმანიისა და რუმინეთის ლიდერებთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც „ბიბისი“ იტყობინება, მარიო დრაგიმ განაცხადა, რომ იტალიას სურს, უკრაინას მიენიჭოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და ის მხარს დაუჭერს ამ პოზიციას მომავალ კვირას დაგეგმილ ევროპული საბჭოს შეხვედრაზე.

„უკრაინელი ხალხი ყოველდღე იცავს დემოკრატიისა და თავისუფლების ღირებულებებს, რომლებიც საფუძვლად უდევს ევროპულ პროექტს, ჩვენს პროექტს. ჩვენ ვერ გადავდებთ ამ პროცესს“, – აღნიშნა მარიო დრაგიმ.

იტალიის პრემიერ-მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ სურს, იხილოს კონფლიქტის დასრულება, თუმცა, მისი თქმით, „ნებისმიერი დიპლომატიური გამოსავალი ვერ გაიმიჯნება კიევის ნებისგან“.

წინა სტატიაშისაქართველოს თავდაცვის მინისტრი ნატოს შტაბ-ბინაში ლიეტუველ და პოლონელ კოლეგებს შეხვდა
შემდეგი სტატიამომავალ კვირას ევროპული საბჭოს სხდომაზე საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება არის საკვანძო ჩვენი ღირებულებების გარშემო ძლიერი ფარის მშენებლობისთვის – რუმინეთის პრეზიდენტი