იტალიის პრემიერის თქმით, სალვინიმ რუსულ ფულზე პარლამენტს განმარტება უნდა მისცეს

ულტრამემარჯვენე “ლიგის” ლიდერმა, ვიცე-პრემირმა და იტალიის შს მინისტრმა მატეო სალვინიმ რუსულ ფულთან დაკავშირებით პარლამენტს განმარტება უნდა მისცეს – ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ ორშაბათს განაცხადა. “ჩვენ ჩვენი მოქალაქეების წინაშე გამჭვირვალეობის გვჯერა ყველა ფორუმზე, ყველა შემთხვევაში, პირველ ყოვლისა კი პარლამენტში, სადაც მთავრობისთვის ეს ყველაზე მნიშვნელოვანი პრინციპა” – კონტემ თქვა.
მილანის პროკურატურამ ორშაბათს “ლიგის” წევრი, ლომბარდია-რუსეთის ასოციაციის პრეზიდენტი პაოლო სავოინი დაკითხვაზე დაიბარა. სავოინი იყო ის პირი, რომელიც რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ სკანდალში ფიგურირებს.
.

იტალიის ულტრამემარჯვენე პარტია “ლიგას” წარმომადგენლებმა მოსკოვში საიდუმლო შეხვედრაზე რუსეთს დაფინანსება სთხოვეს – BuzzFeed-მა შესაბამისი ჩანაწერი რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა. გამოცემის ინფორმაციით, შეხვედრა გასული წლის 18 ოქტომბერს მოსკოვის მდიდრულ სასტუმრო “მეტროპოლში” შედგა და ის საათი და 15 წუთი გრძელდებოდა. შეხვედრას “ლიგადან” ექვსი ადამიანი ესწრებოდა, რუსებიდან – სამი. იტალიელებს შორის იყო “ლიგას” და ქვეყნის ახლანდელი შს მინისტრის მატეო სალვინის ყოფილი პრეს-მდივანი ჯანლუკა სავოინი. “ჩვენი სურვილია ევროპის შეცვლა. ახალი ევროპა რუსეთთან იმაზე ახლოს უნდა იყოს, ვიფრე ახლაა” – სავოინი ჩანაწერში ამბობს.

სავოინი გასულ კვირას ვლადიმირ პუტინისთვის სპეციალურად გამართულ სადილს ესწრებოდა, რომელიც რომში იყო ჩასული. სავოინი ხელშეკრულების პირობებს განიხილავდა, რომლის საფუძველზეც ათობით მილიონი დოლარი უნდა გადარიცხოს რუსეთმა სალვინის პარტიის დასაფინანსებლად. კერძოდ, საუბარი იყო იმაზე, რომ რუსული ნავთობკომპანია ერთი წლის მანძილზე იტალიურ ნავთობკომპანია Eni -ს მინიმუმ სამ მილიონ ტონა საწვავს გაუგზავნის, რომლის საერთო ღირებულება 1,5 მილიარდი დოლარი იქნება. ყიდვა და გაყიდვა შუამავლებით მოხდება, ამავე დროს, გამყიდველები ნავთობს შედარებით იაფად მისცემდენ იტალიურ მხარეს. სავარაუდოდ, საუბარია 65 მილიონის ფასდაკლებაზე. ზუსტად ეს ფული უნდა მიეღო სალვინის პარტიას შუამავლების ხელით.

ჩანაწერში ასევე, ისმის, თუ როგორ მზაობას გამოთქვამენ მხარეები აღნიშნული ფაქტის დასამალავად, რადგანაც მსგავსი დაფინანსება იტალიის საარჩევნო კანონის დარღვევაა, რომელიც პოლიტიკურ პარტიებს მსხვილი უცხოური შემოწირულობების მიღებას უკრძალავს. სალვინი, რომელსაც რუსები ჩანაწერში “ევროპელ ტრამპს” უწოდებენ, შეხვედრაზე თვითონ არ მონაწილეობდა, მაგრამ იყო მოსკოვში, სადაც რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს “ეკონომიკური, სოციალური და კულტურული სიგიჟე” უწოდა.

BuzzFeed წერს, რომ შეხვედრაზე მყოფი რუსების იდენთიფიცირება ვერ მოახერხეს, თუმცა, ჩანს, რომ ისინი რუსეთის ხელისუფლების რწმუნებული პირები არიან.
ასევე, ჯერჯერობით, უცნობია, შედგა თუ არა შეთანხმება და “ლიგამ” მიიღო თუ არა რუსეთისგან დაფინანსება.

banner
წინა სტატიაშითურქეთმა უკვე С-400-ების ნაწილების მერვე თვითმფრინავი მიიღო
შემდეგი სტატიატრამპს რასიზმში დასდეს ბრალი