იტალიის პრემიერი: “გასული წელი ყველასთვის რთული იყო, მაგრამ არ ინერვიულოთ, რადგან მომავალი წელი გაცილებით უარესი იქნება”

გასული წელი ყველასთვის რთული იყო, მაგრამ არ ინერვიულოთ, რადგან მომავალი წელი გაცილებით უარესი იქნება, – ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ კიჯის სასახლის მთავრობის თანამშრომლებთან შობის დღესასწაულის მისალოც ცერემონიაზე განაცხადა.

მელონმა თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ერთი ოჯახის წევრები არიან.

„გარდა იმისა, რომ მადლობას გიხდით თქვენი შრომისთვის, მიყვარხართ. ჩვენ ოჯახი ვართ, მთელი წლის განმავლობაში ვიბრძვით. გასული წელი ყველა ჩვენგანისთვის რთული იყო, მაგრამ არ ინერვიულოთ, რადგან მომავალი წელი გაცილებით უარესი იქნება. ამიტომ გირჩევთ, ამ არდადეგების დროს სათანადოდ დაისვენოთ, რადგან ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ამ არაჩვეულებრივი ერისთვის პასუხების გაცემა“, – განაცხადა ჯორჯია მელონიმ.

banner
წინა სტატიაში“სანქციების მიუხედავად, ევროკავშირი ყოველწლიურად ასობით მილიონი ევროს რუსულ თევზს ყიდულობს” – “ევრაქტივი”
შემდეგი სტატია“გრიგოლ ლილუაშვილის ადვოკატი: “მის პოზიციას ბრალდების წარდგენის შემდეგ შევიტყობ”