აშშ-ის პრეზიდენტის, მისი მეუღლისა და ღონისძიებაზე მყოფი ყველა პირის მიმართ მხარდაჭერას გამოხატავს იტალიის პრემიერ-მინისტრი, ჯორჯია მელონი.
„ჩვენს დემოკრატიებში ადგილს ვერანაირი პოლიტიკური სიძულვილი ვერ იპოვის. არ დავუშვებთ, რომ ფანატიზმმა მოწამლოს თავისუფალი დებატებისა და ინფორმაციის ადგილები“, – წერს იტალიის პრემიერი.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და პირველი ლედი მელანია ტრამპი თეთრი სახლის კორესპონდენტთა ასოციაციის მიერ ორგანიზებული სადილიდან გაიყვანეს მას შემდეგ, რაც შეიარაღებულმა მამაკაცმა უსაფრთხოების სამსახურს ცეცხლი გაუხსნა. სამართალდამცავების ინფორმაციით, ეჭვმიტანილი, 31 წლის მამაკაცი, დაკავებულია და სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობა უტარდება. მას ბრალს ოფიციალურად ხვალ წაუყენებენ.













