იტალიის პრემიერ-მინისტრი მატეო რენცი გადადგა

იტალიის პრემიერ-მინისტრი მატეო რენცი თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ განცხადება მან გვიან ღამით გააკეთა.

იტალიაში გუშინ, საკონსტიტუციო რეფორმის შესახებ რეფერენდუმი ჩატარდა, რომელიც ქვეყნის პრემიერ-მინისტრის უფლებამოსილების გაზრდას ითვალისწინებდა.

რეფერენდუმზე იტალიელებმა ხმათა 59.7%-ით აღნიშნული რეფორმის გატარებაზე უარი განაცხადეს. რეფორმის გატარებას ამომრჩეველთა 40.2%-მა დაუჭირა მხარი.

„ვერ შევძელი გამარჯვების მოპოვება. ამ მთავრობის გამოცდილება მთავრდება აქ. სინდისის ქენჯნის გარეშე მივდივართ. დღის მეორე ნახევარში შევკრიბავ მინისტრებს, შემდეგ ვესტუმრები პრეზიდენტს და გადადგომის შესახებ განცხადებას გადავცემ“, – განაცხადა მატეო რენციმ.

რეფერენდუმის წინა პერიოდში მატეო რენციმ განაცხადა, რომ დამარცხების შემთხვევაში, იტალიის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას დატოვებდა.

banner
წინა სტატიაშისაგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით მედიკამენტების უკანონოდ შემოტანის ფაქტზე ერთი მოქალაქე დააკავა
შემდეგი სტატია“უნდა გადმოსვას მეფე ცხენიდან და დასვას ველოსიპედზე, ხოლო უმხედრო ცხენი დააბრუნოს ივერიასთან”-გოცირიძე