იტალიის პოზიცია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ყველასთვის ცნობილია

news
ავტ.: news აპრილი 30, 2017 17:28

იტალიის პოზიცია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ყველასთვის ცნობილია

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო სოხუმის ე.წ მერის იტალიის ერთ-ერთ ქალაქთან განზრახვების შესახებ პროტოკოლის ხელმოწერის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.

”მოხდება ფაქტის შესწავლა. იტალიის პოზიცია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ყველასთვის ცნობილია”, – აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

სოხუმის ე.წ მერმა იტალიის ერთ-ერთ ქალაქთან განზრახვების შესახებ პროტოკოლს ხელი მოაწერა სოხუმის ე.წ მერმა იტალიის ერთ-ერთ ქალაქთან განზრახვების შესახებ პროტოკოლს ხელი მოაწერა. აღნიშნული ინფორმაცია სეპარატისტული რეჟიმის ე.წ საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზეა განთავსებული.

არსებული ცნობის თანახმად, პროტკოლს ხელი იტალიაში, საპორტო ქალაქ ბარიში, ოკუპირებული აფხაზეთის საინვესტიციო პოტენციალის პრეზენტაციის მსვლელობისას მოეწერა.
სეპარატისტული რეჟიმისა და იტალიის ერთ-ერთ ქალაქს შორის გაფორმებული პროტოკოლის თანახმად, ხელმომწერები ურთიერთსარგებელზე დაფუძნებული თანამშრომლობის გაფართოებაზე, მეგობრული ურთიერთობების გაღრმავებაზე, მეცნიერებისა და კულტურის სფეროში თანამშრომლობაზე, ტურიზმის, სავაჭრო ურთიერთობებისა და ბიზნესის გაგანვითარებაზე შეთანხმდნენ.
სოხუმის ე.წ მერი და იტალიური მხარე შეთანხმდნენ, რომ ზემოთ ჩამოთვლილი ურთიერთობების განსამტკიცებლად წელიწადში ერთხელ მონაცვლეობით ეკონომიკურ და სავაჭრო დელეგაციებს წარგზავნიან.

news
ავტ.: news აპრილი 30, 2017 17:28

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


25,462
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics