იტალიის პოლიციამ 55 ქართველი დააკავა

იტალიის პოლიციამ კრიმინალური სქემა გამოააშკარავა – დაკავებული 62 პირიდან 55 ქართველია.საუბარია დამნაშავეებზე, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში სხვადასხვა ტიპის დაჯგუფებაში იყვნენ ჩართულები და მონაწილეობდნენ ძარცვაში, ქურდობასა და მკვლელობაში. სქემის გამოსარკვევად იტალიელი სამართალდამცველები 3 წელი მუშაობდნენ.

ქართველ დამნაშავეებს სხეულზე აღმოაჩნდათ ერთნაირი ტატუები, რომელიც ე.წ.ქურდულ სამყაროსთან ასოცირდება.

ამ დროისთვის სპეცოპერაცია კვლავ გრძელდება სხვა ეჭვმიტანილების დასაკავებლად. დაჯგუფება თანამშრომლობდა უნგრეთთან, ბელგიასა და პოლონეთთან – შესაბამისად, იტალიური პრესის ცნობით, ქვეყნის ფარგლებს გარეთ კიდევ 35 პირი იძებნება.

ცნობისთვის, სპეცოპერაცია რეჯიო-ემილიაში მიმდინარეობს

banner
წინა სტატიაშიდაუმორჩილებლობის” აქცია სამეგრელოში
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი – საქართველოში უკრაინის ელჩი არის მექრთამე