იტალიის პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა ანტირუსული სანქციების მოხსნას

იტალიის პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა ანტირუსული სანქციების მოხსნას

18იტალიის პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა ანტირუსული სანქციების მოხსნას – უკრაინული “112” ავრცელებს უკრაინის ელჩზე ევგენი პერელიგინზე დაყრდნობით.
“იტალიის პარლამენტში სხვადასხვა პარტიების მეირ ინიცირებული რეზოლუცია, რუსეთისათვის სანქციების მოხსენის შესახებ, ჩავარდა” – განაცხადა უკრაინის ელჩმა იტალიაში.
ამასთანავე, მან დააზუსტა, რომ რეზოლუციის მაგივრად მიღებულ იქნა დოკუმენტი, რომელიც მხარეებს მინსკის ხელშეკრულების შესრულებისკენ მოუწოდებს.
რუსეთს ევროკავშირმა და მთელმა რიგმა სხვა სახელმწიფოებმა აღმოსავლეთ უკრაინიაში განვითარებული მოვლენების გამო სანქციები დაუწესა, რომელიც მინსკის ხელშეკრულების სრულად შესრულების შემთხვევაში მოიხსნებოდა. სანქციებს ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში სხვადასხვა პოლიტიკური პარტიები აპროტესტებენ.

banner
წინა სტატიაშიბრიუსელის კაფეზე თავდამსხმელზე ძებნა გამოცხადდა
შემდეგი სტატიასავჩენკოს კოლეგამ “პუტინის ლობისტი” უწოდა