იტალიის მხარე ვენეტოს საბჭომ ყირიმის მიმდინარე სტატუსი აღიარა

იტალიის მხარე ვენეტოს საბჭომ ყირიმის მიმდინარე სტატუსი აღიარა

იტალიის მხარე ვენეტოს საბჭომ ყირიმის მიმდინარე სტატუსი აღიარაჩრდილოეთ იტალიის ვენეტოს მხარის საბჭომ, ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც იტალიის ეროვნულ მთავრობას მოუწოდებს ყირიმის მიმდინარე სტატუსი აღიაროს. დოკუმენტში ასევე საუბარია ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ მიღებული სანქციების გაუქმებაზე, რომელიც რუსეთს უკრაინის კრიზისის გამო დაეკისრა.
როგორც საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა, ლუჩანო სანდონმა განაცხადა, ამ რეზოლუციას გააჩნია არა მხოლოდ რეალური იურიდიული დოკუმენტის ძალა, არამედ, ასევე ატარებს ღრმა პოლიტიკურ ხასიათს: “ეს იტალიის ისეთი მნიშვნელოვანი რეგიონის პოზიციის გამოხატვაა, როგორიც ვენეტოა”- განაცხადა სანდონმა.

banner
წინა სტატიაშიავღანეთში კატასტროფა განიცადა აზერბაიჯანულმა სატვირთო თვითმფრინავმა
შემდეგი სტატიაევროკავშირის ელჩმა რუსეთში ყირიმის შესახებ ვენეტოს რეზოლუციაზე კომენტარი გააკეთა