იტალიის მკაფიო პოზიციაა, რომ საქართველოს ევროინტეგრაცის დასაჩქარებლად, კანდიდატის სტატუსის თაობაზე გადაწყვეტილება უნდა მიიღონ – ზურაბიშვილი

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, იტალია საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს სრულ მხარდაჭერას უცხადებს.

როგორც მან რომში ვიზიტისას აღნიშნა, იტალიის ოფიციალური პირების მკაფიო პოზიციაა, რომ საქართველოს ევროინტეგრაცის პროცესის დასაჩქარებლად, კანდიდატის სტატუსის თაობაზე გადაწყვეტილება უნდა მიიღონ.

“ყველამ გაგვიმეორა, ჩვენ ვიდექით და ვიდგებით მუდამ საქართველოს გვერდითო. ძალიან კარგად ინფორმირებული არიან. მთელი ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემატიკა კარგად ვიცითო. ჩვენ ვდგავართ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარეს და ეს არის ჩვენი ურყევი პოზიციაო. ასეთი მკაფიო განცხადებები დიდი ხანია არ მომისმენია, მითუმეტეს იტალიისგან. როგორც ვიცით, ეს იტალიის ტრადიციული პოზიცია არ არის, დღევანდელი პოზიციაა იმ მდგომარეობიდან გამომდინარე, რომელიც გაანალიზეს. უყურებენ გეოპოლიტიკურ ვითარებას, უკრაინაში გაჩაღებულ ომს და ეს არის მათი გზავნილი. დღევანდელ ევროპაში იტალიის პრემიერი და პრეზიდენტი ლიდერები არიან. მარიო დრაგი ყველამ იცის, ვინ იყო და ვინ არის. ძალიან დიდ ავტორიტეტს იმსახურებს და ამიტომ, ეს ჰაერში ნათქვამი სიტყვები არ არის”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიუკრაინის, საქართველოს, მოლდოვისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნების მხარდაჭერა ახლა ისე მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს – ბორელი
შემდეგი სტატიანორვეგიამ უკრაინას 22 თვითმავალი ჰაუბიცა გადასცა