იტალიის ღამის კლუბში მომხდარ ჩხუბში ექვსი ადამიანი დაიღუპა, ათობით დაშავდა

მინიმუმ ექვსი ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა წუხელ ღამის კლუბში რეპ-კონცერტზე – შემთხვევა იტალიაში, ქალაქ ანკონაში მოხდა – “ბიბისი” წერს. მაშველების განცხადებით, ჩხუბის მიზეზი, სავარაუდოდ, დარბაზში გაშვებული გაზის ბალონი გახდა. ადგილობრივი Reppublica წერს, რომ დაღული არიან მოზარდები და ქალი, რომელიც თავის გოგოსთან ერთად იყო კონცერტზე. გამოცემის ინფორმაციით, სავარაუდო დაშავებულების რიცხვი ასს აჭარბებს, მათ შორის 12-ის მდგომარეობა კრიტიკულად ფასდება.

ჩხუბი დაახლოებით ღამის სამ საათზე დაიწყო. კლუბში სავარაუდოდ, ათასამდე ადამიანი იყო, რომლებიც პოპულარული რეპერის Sphere Ebbasta-ს გამოსვლას ელოდებოდნენ.
შემთხვევის ადგილზე მეზობელი ქალაქის საგანგებო სამსახურები იყვნენ მისულები.

banner
წინა სტატიაშიპოლიტიკა და ვენდეტა – სისხლიანი გარჩევების კადრები, სადაც მინდია გოგოჭური ფიგურირებს
შემდეგი სტატიაირაკლი ოქრუაშვილი – ხელისუფლებას ვათმობინებთ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს, ვაშაძემ ეს უნდა შეძლოს, უარეს შემთხვევაში, ვერ მოხდება ზურაბიშვილის გაპრეზიდენტება