იტალიის ელჩიმა ანტონიო ენრიკო ბარტოლმა ტექნიკურ უნივერსიტეტში საჯარო ლექცია წაიკითხა

2018 წლის 26 აპრილს სტუ-ს ცენტრალურ ბიბლიოთეკაში სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მოწვევით იტალიის ელჩი საქართველოში ანტონიო ენრიკო ბარტოლი შეხვდა სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს და ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე: „საქართველო-იტალიის ურთიერთობები“.
შეხვედრა გახსნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა ლევან კლიმიაშვილმა.
„ქართველი და იტალიელი ერი, სერიოზული ისტორიული წარსულის მქონენი ვართ. ჩვენი ურთიერთობა დღეს და გუშინ არ დაწყებულა, ამდენად დრევანდელი სეხვედრაც ძალიან მნიშვნელოვანი და წინ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია. ჩვენ იტალიის არა ერთ უნივერსიტეტთან გვაქვს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმებული, გვაქვს გარკვეული კავშირები, ვისურვებდი რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და იტალიის უნივერსიტეტებს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო მეტად გამყარდეს და გაძლიერდეს. ბატონო ელჩო, დღეს თქვენ იმყოფებით საქართველოს ერთ-ერთ უძველეს და საუკეთესო უნივერსიტეტში. ვისურვებდი თქვენი დახმარებით, ჩვენი იტალიელი კოლეგების უნივერსიტეტში სტუმრობა უფრო საქმიანი და შედეგიანი გახდეს“, – განაცხადა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ქეთი ქოქრაშვილმა.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არა ერთმა სტუდენტმა ასახელა საქართველოს იტალიაში. უნივერსიტეტის ერთ-ერთმა სტუდენტმა, ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის დოქტორანტმა ნინო ადამაშვილმა, 2016 მონაწილეობა მიიღო იტალიის განათლების სამინისტროს მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში. ამ კონკურსის წარმატებით გავლის შემდეგ, მან სრული დაფინასება მიიღო და ტურინის უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის დოქტორანტი გახდა, სადაც ერთი სემესტრის განმავლობაში სადოქტორო კვლევაზე მუშაობდა. 2017 წელს, ნინო ადამაშვილმა კიდევ ერთხელ გაიმარჯვა იტალიის განათლების სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში. ამ კონკურსის წარმატებით გავლის შემდეგ, მან კვლავ სრული დაფინანსება და სტიპენდია მიიღო და ამჟამად ის ფოჯას უნივერსიტეტის დოქტორანტია. აღსანიშნავია, რომ კონკურსში მთელი მსოფლიოს წარმატებული უნივერსიტეტებიდან ღებულობდნენ აპლიკანტები მონაწილეობას, დაფინანსება მხოლოდ 3 მაძიებელმა მოიპოვა. ეს არა მხოლოდ უნივერსიტეტის, არამედ, ჩვენი ქვეყნის დიდი წარმატებაა.
პროფესორმა ჯემალ გახოკიძემ იტალიის ელჩს გააცნო იმ თანამშრომლობის შესახებ, რომელსაც სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი ამყარებს რომის „ლა საპიენსას“ და „ლინქ-ქამფუს“ უნივერსიტეტებთან და მოიწვია აღნიშნული უნივერსიტეტებისა და სტუ-ს მიერ ერთობლივად დაგეგმილ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე, რომელიც 15-18 მაისს გაიმართება.
იტალიის ელჩმა საქართველოში ანტონიო ენრიკო ბარტოლმა ჩაატარა ლექცია „საქართველო-იტალიის ურთიერთობების“ შესახებ, ისაუბრა იტალიის სამართლებრივი კულტურის თაობაზე და სტუდენტებს გააცნო იტალიის საელჩოს მიერ დაწესებული სტიპენდიები, რომლის მოპოვებაც შეუძლიათ, როგორც მაგისტრებს ასევე, დოქტორანტებს:
„ძალიან ბედნიერი ვარ საქართველოს უნივერსიტეტში დაბრუნებით. დაბრუნებით, იმიტომ რომ, ერთი წლის წინ უნივერსიტეტში გვქონდა დისკუსია ევროპის შესახებ. შეხვედრა წარიმართება დიალოგის რეჟიმში, რაც იმას ნიშნავს რომ უკეთ გადმოგცემთ ორი ქვეყნის ურთიერთობის შესახებ. ჩვენ უამრავი საერთო გვაქვს, როგორც ხასიათით, ისე ვიზუალურადაც ვგავართ ერთმანეთს. გვაქვს დიდი ისტორიული წარსული, რომლის პარალელურადაც ვცდილობთ გავაღრმავოთ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა და არ დავემსგავსოთ მუზეუმს“, – განაცხადა იტალიის ელჩმა საქართველოში.
სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა იგორ კვესელავამ იტალიის ელჩს გააცნო ფაკულტეტის ახალი ხედვა ინჟინერ-იურისტის სასწავლო პროგრამის დამკვიდრების შესახებ. სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა არაერთი შეკითხვა დაუსვეს იტალიის ელჩს საქართველოში, მათ საინტერესო და ამომწურავი პასუხები მიიღეს ანტონიო ენრიკო ბარტოლისგან.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი

banner
წინა სტატიაშიარასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე ალტერნატიული ექსპერტიზის ჩასატარებლად თბილისში ბრიტანელი ექსპერტები ჩამოვიდნენ
შემდეგი სტატიადაუსჯელობის სინდრომი ახალისებს ძალადობას – ტატუმაშვილი-ოთხოზორიას საქმეზე საერთაშორისო თანამეგობრობას ლომჯარია რეაგირებისკენ მოუწოდებს