იტალიის არჩევნებზე ბერლუსკონეს ბლოკი ლიდერობს

იტალიაში გუშინ ჩატარებულ არჩევნებზე ამომრჩეველმა ხმა მისცა როგორც ქვედა პალატას, ასევე აირჩია სენატორები. წინასწარი მონაცემებით, სენატში ყველაზე მეტი ხმა – 37% მემარჯვენე პოპულისტებმა – სილვიო ბერლისკონესა და მეტაო სალვინის პარტიებმა და ასევე, ნაციონალ-კონსერვატებმა მიიღეს, მეორე ადგილზეა მემარცხენე მოძრაობა “ხუთი ვარსკვლავი” – დაახლოებით 32%. მესამეზე კი 23%-ით სოციალ დემოკრატები გავიდნენ. ბიულეტენები ჯერჯერობით ბოლომდე არ არის დათვლილი.

დეპუტატთა პალატის არჩევის უფლება 46,6 იტალიელს აქვს, რომელთაც 18 წლის ასაკს მიაღწიეს, სენატორების არჩევის უფლება კი აქვს დაახლოებით 42,9 მილიონ იტალიელს, 25 წლის ასაკიდან. სულ აირჩიეს 630 დეპუტატი და 315 სენატორი.

banner
წინა სტატიაშიჩინეთმა მიმდინარე წლისთვის რეკორდული სამხედრო ბიუჯეტი მიიღო
შემდეგი სტატიასირიის მთავრობამ ჰუმანიტარული დახმარება გააჩერა