იტალიიდან სპეცრეისით ჩამოყვანილ საქართველოს მოქალაქეებიდან შვიდს ტემპერატურა დაუფიქსირდა

იტალიიდან სპეცრეისით ჩამოყვანილ საქართველოს მოქალაქეებიდან შვიდს ტემპერატურა დაუფიქსირდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

შეგახსენებთ, იტალიიდან სპეცრეისით საქართველოს 156 მოქალაქე ჩამოიყვანეს.

გამოფრენამდე მათ შემოწმება ჩაუტარდათ და არც ერთს კორონავირუსის სიმპტომი არ აღენიშნებოდა.

მიუხედავად ამისა, ისინი საქართველოში კვლავ გაივლიან შემოწმებას, რის შემდეგაც პრევენციის მიზნით, ყველა მათგანი 14 დღიან კარანტინში გადავა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში 12 წლის ბავშვს კორონავირუსი დაუდასტურდა
შემდეგი სტატიათურქეთში კორონავირუსის მატარებელი არც ერთი პაციენტი ამ დრომდე არ გამოვლენილა