იტალიიდან მორიგი ავიარეისი შესრულდა – 9 მოქალაქე საკარანტინო ზონაში გადაიყვანეს

იტალიიდან საქართველოს მიმართულებით მორიგი ავიარეისები შესრულდა. ავიაკომპანია “რეინეარმა” მგზავრები თბილისში იტალიის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ბერგამოდან გადმოიყვანა. ყველა მათგანი აეროპორტში სპეციალური ეკიპირებით აღჭურვილმა მედიკოსებმა შეამოწმეს. მგზავრებიდან 9 ადამიანი – მათ შორის ამერიკის, ბრიტანეთის, შვეიცარიისა და გერმანიის მოქალაქეები დროებით იქვე მდებარე საკარანტინო ზონაში გადაიყვანეს.

იტალიიდან მგზავრები ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტშიც ჩამოფრინდნენ და ისინი კორონავირუსზე ადგილზე შეამოწმეს. გვიან ღამით რეისები რომიდან და მილანიდან შესრულდა. მგზავრებს გაუზომეს ტემპერატურა და ჩაიწერეს მონაცემები. კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომი არცერთ მგზავრს არ დაუფიქსირდა და შესაბამისად საავადმყოფოში არავინ გადაუყვანიათ.

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში სადეზინფექციო სამუშაოები გრძელდება
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია : ვალდებული ვართ, მადლობა გადავუხადოთ ექიმებს, მესაზღვრეებსა და მებაჟეებს