იტალიელმა პოპულისტებმა პრემიერად ყველასთვის უცნობი კანდიდატურა წარადგინეს

საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულმა პოპულისტურმა პარტიებმა “ხუთი ვარსკვლავის მოძრაობამ” და “ჩრდილოეთის ლიგამ” ქვეყნის პრეზიდენტს სერჯო მატარელეს პრემიერ-მინისტრის პოსტზე ყველასთვის უცნობი ჯუზეპე კონტეს კანდიდატურა შესთავაზეს, რომელიც მანამდე ადვოკატად მუშაობდა. 54 წლის კონტე თავდაპირველად მემარცხენეებს წარმოადგენდა, თუმცა, შემდეგ უარი თქვა და განაცხადა, რომ “მე-20 საუკუნეში მემარცხენე იდეოლოგია არ არის აქტუალური”.
იტალიური მედიის ინფორმაციით, კონტე მანამდე ფართო საზოგადოებისთვის უცნობი იყო, მთელი წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში, არჩევნების, მთავრობის შექმნის შესახებ მოლაპარაკებების მანძილზე მისი სახელი არსად გაჟღერებულა.

იტალიაში საპარლამენტო არჩევნები მარტის დასაწყისში გაიმართა, რომელშიც ევროსკეპტიკოსებმა და პოპულისტებმა გაიმარჯვეს. ამ ხნის მანძილზე მთავრობის არჩევა ვერ მოხერხდა.

banner
წინა სტატიაშიოთხსართულიანი კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს – ხანძარი ზუგდიდის რაიონში
შემდეგი სტატიასტრასბურგის სასამართლოში 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე ზეპირ მოსმენამდე ერთი დღით ადრე ქართულმა დელეგაციამ შეხვედრა გამართა