იტალიელმა ბერლუსკონესთან ბებიის სადილში 70 ათასი ევრო გადაიხადა

იტალიელმა საკუთარი ბებიისთვის 70 ათას ევროდ ყოფილ პრემიერ-მინისტრთან, სილვიო ბერლუსკონესთან სადილი იყიდა – ადგილობრივი მედია წერს. 80 წლის მედიამაგნათთან სადილი წითელი ფონდის ერთ-ერთი საქველმოქმედო აუქციონის ლოტი იყო. თანხა, რომელიც აუქციონზე შეიკრიბება, იტალიაში მიწისძვრის შედეგად დაზარალებულებს მოხმარდებათ. როგორც მედია წერს, იტალიელმა ქალბატონმა აუქცონზე იმიტომ მიიღო მონაწილეობა, რომ ბებიისთვის საჩუქარი გაეკეთებინა, რომელიც ბერლუსკონის დიდი ხნის თაყვანისმცემელია.
სადილი ბერლუსკონეს მდიდრულ ვილაში, მილანთან ახლოს გაიმართება. სადილის დრო, ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

banner
წინა სტატიაშითურქეთის მთავრობა მზად არის გახსნას საზღვარი და ევროპაში, ყოველთვიურად 15 ათასი მიგრანტი გაუშვას
შემდეგი სტატიალიტერატურის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი დერეკ უოლკოტი გარდაიცვალა