იტალიელი სენატორი BBC-ის სიუჟეტზე: “იტალიის მთავრობამ დაუყოვნებლივ უნდა დაიბაროს საქართველოს ელჩი”

“იტალიის მთავრობამ დაუყოვნებლივ უნდა დაიბაროს საქართველოს ელჩი და მოსთხოვოს, წარმოადგინოს ყოველგვარი საჭირო განმარტება საქართველოში ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის შესახებ არსებულ ვითარებაზე”, – ასე ეხმაურება იტალიელი სენატორი მარკო ლომბარდო სოციალურ ქსელში BBC-ის სიუჟეტს.

როგორც ლომბარდომ პირად გვერდზე გამოქვეყნებულ წერილში აღნიშნა, BBC-ის ჟურნალისტური გამოძიება ადასტურებს, რომ საქართველოში მოსახლეობის წინააღმდეგ ქიმიური იარაღი იქნა გამოყენებული.

“თაიმერი” იტალიელი სენატორის ვრცელ წერილს უცვლელად გთავაზობთ:

“ქიმიური იარაღი საქართველოში? (იტალიის) მთავრობამ საქართველოს ელჩი უნდა დაიბაროს.

BBC-ის ჟურნალისტური გამოძიება ადასტურებს, რომ საქართველოში საპროტესტო აქციაზე გამოსული სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ ქიმიური იარაღი იქნა გამოყენებული.

ერთ წელზე მეტია ვამბობთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოში დაამკვიდრა არალიბერალური რეჟიმი, რომელიც სისტემატურად იყენებს ძალადობასა და პატიმრობას ჟურნალისტებისა და პოლიტიკური ოპონენტების რეპრესიის ინსტრუმენტად.

ამ დარღვევებს ახლა მძიმე ბრალდება ემატება: ქიმიური იარაღის გამოყენება, რაც ადამიანის უფლებების დარღვევაა.

კიდევ რას უნდა ველოდოთ, რომ იტალიის მთავრობამ დაიკავოს პოზიცია მმართველი პარტიის წინააღმდეგ და დაიცვას ქართველი ხალხი?

იტალიის მთავრობამ დაუყოვნებლივ უნდა დაიბაროს საქართველოს ელჩი და მოსთხოვოს, წარმოადგინოს ყოველგვარი საჭირო განმარტება საქართველოში ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის შესახებ არსებულ ვითარებაზე.

დღესდღეობით იყო ქართველი, ნიშნავს თავისუფლებისა და კანონის უზენაესობის ევროპული ღირებულებების დაცვას.

ჩვენ ვართ საქართველო. ჩვენ ვართ ევროპა”, – წერს იტალიელი სენატორი, მარკო ლომბარდო სოციალურ ქსელში.

banner
წინა სტატიაშინინო კვიტაიშვილი: მეც მათ შორის ვარ, ვინც დექსამეტაზონის დახმარებით უმკლავდებოდა, მათ შორის ვარ, ვის სიცოცხლესაც საფრთხე შეექმნა და არა მხოლოდ ამ მოწამვლით
შემდეგი სტატია“საქართველოს დღეს ჰყავს ფაშისტური მთავრობა, რომელიც წამლავს ხალხს” – არქიმანდრიტი შიო კვარაცხელია