იტალიელი ნეონაცისტები ნატოს ბაზის აფეთქებას აპირებდნენ

იტალიელი ნეონაცისტები ნატოს ბაზის აფეთქებას აპირებდნენ

იტალიის ანტიტერორისტულმა პოლიციამ მემარჯვენე ექსტრემისტული დაჯგუფების ლიკვიდაციის შესახებ განაცხადა, რომელთაც ნატოს ბაზის აფეთქება უნდოდათ – “პოლიტიკო” წერს.
კარაბინიერებმა ჰიტლერის წიგნები, სვასტიკა და ებრაელთა გვარების სია ამოიღეს რეიდების დროს ორშაბათს სავარაუდოდ, “რომის არიელთა ორდენის” დაჯგუფებიდან. ისინი თეთრი არსის უპირატესობას აღიარებენ, რაც ნაცისტური იდეოლოგიით არის შთაგონებული. ერთ-ერთი ბრალდებული ონლაინ კონკურს “მის ჰიტლერ-2019”-ის გამარჯვებულია, ის საკუთარ თავს ევა ბრაუნს უწოდებს.
გამოძიება 2019 წელს დაიწყო როგორც სხვა გამოძიების ნაწილი. პოლიციის განცხადებაში ნათქვამია, რომ დაჯგუფება ავრცელებს რასისტულ და დისკრიმინაციულ ტექსტებს, რომელიც ნაცისტური იდეოლოგიით არის შთაგონებული.

პოლიციელების სპეციალიზირებულმა ჯგუფმა დაადგინა, რომ “ფეისბუქსა” და რუსულ სოციალურ ქსელ “VKоntakte”-ს შორის აქტიური მიმოწერაა.

გამომძიებლებმა განაცხადეს, რომ დაჯგუფების დაკავება WhatsApp-ზე ჯგუფზე Judenfrei League – “judenfrei” წვდომის შემდეგ გადაწყვიტეს – ეს არის ტერმინი, რომელსაც ნაცისტები იყენებდნენ ტერიტორიების აღსანიშნავად, რომელიც ებრაელებისგან “გაწმენდილი” იყო. ასევე, ჯგუფში მისი წევრები ხელთნაკეთი ასაფეთქებლების ინსტრუქციებს აზიარებდნენ, რაც მათ თითქოსდა ნატოს ბაზის ასაფეთქებლად სჭირდებოდათ.
მოსამართლემ 12 პირს რასობრივი და რელიგიური სიძულვილის გაღვივებაში დასდო ბრალი და უბრძანა პოლიციის შენობაში ყოველდღე აღრიცხვაზე გამოცხადდნენ მანამდე, სანამ მათ ბრალს წაუყენებენ.

banner
წინა სტატიაშიოქრიაშვილი: ივანიშვილის განცხადება არის შეშინებული ადამიანის სასოწარკვეთილი წერილი
შემდეგი სტატიაბაიდენმა ზელენსკი ივლისში აშშ-ში დაპატიჟა