იტალიელი მინისტრი ყოველ გადარჩენილ მიგრანტზე 5500 ევრო ჯარიმის დაწესებას ითხოვს

იტალიის შს მინისტრი მატეო სალვინი ცდილობს მხარდაჭერა მოიპოვოს ინიციატივისთვის, რომლის თანახმადაც არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ზღვაში მიგრანტებს გადაარჩენენ, 5500 ევროთი დაჯარიმდებიან ყოველ ერთეულ შემთხვევაზე.

“ლიგის” ლიდერს მთავრობის მხარდაჭერის მოპოვება დღესვე უნდა, ამავე დროს, ეს ინიციატივა ეწინააღმდეგება მათი კოალიციური პარტიორის “5 ვარსკვლავის მოძრაობის” ხედვებს.

რამდენმე ხნის წინ იტალიელმა სამართალდამცველებმა საქველმოქმედო ორგანიზაცია Sea Watch-ს გემი ჩამოართვეს, რომელმაც 65 მიგრანტი გადაარჩინა ლიბიის წყლებში.

banner
წინა სტატიაშიოპოზიციაში უნდა იყოს კიდევ ერთი ძლიერი ცენტრი, რომელიც ცივილიზებულ კონკურენციაში მეორე ცენტრს მოუგებს
შემდეგი სტატიაჟურნალისტს კანის ფესტივალზე ფეხსაცმლის გამო არ უშვებდნენ (ვიდეო)