იტალიაში სასკოლო ავტობუსის ავარიას 16 მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა

იტალიაში სკოლის ავტობუსი დაიწვა – გარდაცვლილია 16 ადამიანი. შემთხვევა იტალიის ჩრდილოეთით მოხდა. ANSA-ის ინფორმაციით, ავტობუსს, რომელსაც სკოლის მოსწავლეები გადაჰყავდა, ცეცხლი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გაუჩნდა. სკოლის მოსწავლეები უნგრეთიდან ბრუნდებოდნენ. ავტობუსი ქალაქ ვერონასთან ახლოს ელექტროგადამცემს შეეჯახა. როგორც სახანძრო სამსახურის წარმომადგენლებმა განაცხადეს, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 39 ადამიანი დაშავდა.

banner
წინა სტატიაში2017 წლის “ევროვიზიის” სიმღერის კონკურსზე საქართველოს თაკო გაჩეჩილაძე წარადგენს
შემდეგი სტატიასისხლის სამართლის კოდექსს ცოლად მოყვანა- არ მოყვანა არ აინტერესებს, ამიტომ მანდატურზე დევნა გაგრძელდება