იტალიური მედიის ინფორმაციით, იტალიაში საქართველოს 4 მოქალაქე ლატარიის ბილეთების მოპარვის ბრალდებით დააკავეს.
შემთხვევა იტალიის ქალაქ ტურინში მოხდა. სამართალდამცავებმა 35-დან 58 წლამდე ასაკის ქართველი კაცები იმ დროს დააკავეს, როცა ისინი ავტომობილით მიმალვასა და მოპარული ნივთების გადაყრას ცდილობდნენ.
ქართველებმა ლატარიის 127 ბილეთი მოიპარეს.
ოთხივე დაუყოვნებლივ გაჩხრიკეს და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ქურდობისთვის დააკავეს.















