იტალიაში საქართველოს 27 წლის მოქალაქე რესტორნის ძარცვის მცდელობისთვის დააკავეს

იტალიაში საქართველოს 27 წლის მოქალაქე რესტორნის ძარცვის მცდელობისთვის დააკავეს-ინფორმაციას რომის პოლიციის განყოფილება ავრცელებს და წერს, რომ შემთხვევა რომში, პრატის უბანში მოხდა.

მათივე ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქემ კანდიას ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ რესტორანში სალაროს გაქურდვა სცადა, რა დროსაც მას ფაქტზე წაასწრეს. ამის შემდეგ, 27 წლის ქართველი რესტორნის თანამშრომლისა და მფლობელის მიმართ აგრესიული გახდა, მათზე ფიზიკური ძალადობა სცადა და დაემუქრა.

შემთხვევის ადგილზე მივიდა პოლიციაც, რომელმაც ეჭვმიტანილი ძარცვის მცდელობისთვის დააკავა.

banner
წინა სტატიაშიკიტ კელოგი: “თუ უკრაინა ამ ზამთარს გადაურჩება, უპირატესობა მათ მხარეს იქნება”
შემდეგი სტატიაევროპარლამენტარები ევროკომისიას ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენების საკითხზე მიმართავენ