იტალიაში სამაშველო სამუშაოები გრძელდება – ოფიციალური მონაცემებით, 37 ადამიანი დაღუპულია, 150 კი დაკარგულად ითვლება

იტალიის ხელისუფლების ოფიციალური მონაცემებით, მიწისძვრის შედეგად დაღუპულია 37 ადამიანი, 150 კი დაკარგულად ითვლება. ადგილობივი მთავრობა მსხვერპლთა რიცხვის ზრდას არ გამორიცხავს.

სტიქიამ ყველაზე მეტად ლაციოს ოლქში მდებარე ქალაქები აკუმული და ამატრიჩე დააზარალა.

დანგრეულია უამრავი შენობა. დაზიანებულია გზები.

ქალაქ ამატრიჩეში მაშველები ორ ავღანელ ლტოლვილს, ადგილობრივი მონასტრის სამ მონაზონსა და ერთ-ერთი პანსიონის ოთხ მცხოვრებს ეძებენ. ქალაქის საავადმყოფოდან ევაკუირებული არიან პაციენტები. სამედიცინო დაწესებულება არ მუშაობს.

6,2 მაგნიტუდის მიწიძვრა ადგილობრივი დროით დილის 03:36 საათზე მოხდა. ეპიცენტრი ქალაქ აკუმოლიდან ორ კილომეტრში, რიეტის პროვინციაში მდებარეობდა. დაახლოებით ერთი საათის შემდეგ დაფიქსირდა განმეორებითი ბიძგები.

banner
წინა სტატიაში,,ხელისუფლების მიერ ოლქების უმრავლესობაში წარმოდგენილი არიან ადამიანები, რომლებიც ყიდულობენ არჩევნებს”
შემდეგი სტატიათინა ხიდაშელი – არ მგონია, რომ ჩვენი ხელისუფლება უკეთესად მართავს ქვეყანას, ვიდრე – შვიდი სამინისტრო შვეიცარიას