იტალიაში საავტომობილო ხიდის ჩამოშლას თერთმეტი ადამიანი ემსხვერპლა

დიდი ხიდი, რომელიც А10 ავტომაგისტრალზე მდებარეობს იტალიის ქალაქ გენუასთან, ჩამოიშალა. ხიდის სიმაღლე 50 მეტრი იყო. უკანასკნელი ინფორმაციით, გარდაცვლილია 11 ადამიანი. ხიდის სექცია ქვევით რკინიგზას დაეცა, მასთან ერთად ჩავარდნენ ხიდზე მოძრავი მანქანები. მიმდინარე მომენტში ადგილზე მაშველები მუშაობენ. მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები.

ხიდი გასული საუკუნის 60-იან წლებშია აშენებული და ცნობილი იყო, როგორც “მორანდის ხიდი”. 2016 წელს ხიდზე სარემონტო სამუშაოები ჩატარდა. ხიდის ჩამოშლა, შესაძლებელია, კონსტრუქციის სიძველემ გამოიწვია.

banner
წინა სტატიაშილონდონში ბერეზოვსკის მეგობრის მკვლელობის საქმეზე პოლიცია ეჭვმიტანილ მანქანას ეძებს
შემდეგი სტატიააშშ-ში ცოლთან ჩხუბის შემდეგ მამაკაცი თვითმფრინავით საკუთარ სახლს დაეჯახა