იტალიაში ქურდობისთვის დაკავებულ საქართველოს მოქალაქეს პატიმრობა მიუსაჯეს

იტალიაში ქურდობის ბრალდებით დაკავებულ საქართველოს მოქალაქეს 3 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, გადაწყვეტილება ქალაქ პარმას სასამართლომ ცოტა ხნის წინ მიიღო.

ვერდიქტის თანახმად, 33 წლის მამაკაცი, რომელიც საქართველოს მოქალაქეა, დამნაშავედ სცნეს ქურდობასა და მაღაზიის მფლობელის მიმართ ფიზიკურ ძალაშობაში. სამართალდამცველების თქმით, ქართველი თავდამსხმელის მოკავშირე ჯერ ისევ ძებნაშია.

გასული წლის სამ აპრილს, იტალიის ქალაქ პარმაში მდებარე მაღაზიაში შეიარაღებული ადამიანები შეიჭრნენ და 10 ათასი ევროს ნივთები მოიპარეს. გარდა ამისა, მძარცველებმა მაღაზიის მეპატრონე 86 წლის ქალიც გაკოჭეს.

banner
წინა სტატიაშითბილისში ქურდობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
შემდეგი სტატია3 მილიონიანი ტენდერი და უხარისხო ტანსაცმელი სამხედროებს