იტალიაში, ქურდობის მცდელობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

ნეაპოლში, ქურდობის მცდელობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

27 წლის კაცი სან ფერნანდოში, ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში დააკავეს. ჩხრეკისას ახალგაზრდა კაცის ზურგჩანთიდან ტანსაცმელი და 6 ცალი სუნამო ამოიღეს.

იტალიური მედია წერს, რომ ბრალდებულს კრიმინალური წარსული აქვს და ადრეც იყო დაკავებული, თუმცა რა საქმეზე უცნობია. ასევე ირკვევა, რომ ის იტალიაში არალეგალურად იმყოფებოდა.

banner
წინა სტატიაშიუკრაინამ ერთდროულად რუსეთის 4 სამხედრო აეროდრომს დაარტყა – გენშტაბი
შემდეგი სტატიამოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან და შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ნაკისრი ვალდებულებები – გატი