იტალიაში, ქურდობის მცდელობის ბრალდებით საქართველოს 3 და ლიეტუვის 1 მოქალაქე დააკავეს

იტალიაში, ქურდობის მცდელობის ბრალდებით საქართველოს 3 და ლიეტუვის 1 მოქალაქე დააკავეს. დაკავებულები პირველ სართულზე მდებარე საცხოვრებელ ბინაში შეღწევას ცდილობდნენ, როდესაც ისინი პატრულმა შენიშნა. საქმის მასალების თანახმად, ბინის მეპატრონე ძარცვის მცდელობის დროს სახლში იმყოფებოდა.

კარაბინერების გამოჩენისას ბრალდებულებმა მიმალვა სცადეს, თუმცა ისინი ადგილზევე დააკავეს. ჩხრეკისას პოლიციამ ქურდობისთვის განკუთვნილი ხელსაწყოები ამოიღო. დაკავებულების ასაკი 33-დან 52 წლამდეა, ერთ-ერთი წარსულში ნასამართლევია.

banner
წინა სტატიაშილენინგრადში საზღვაო სავაჭრო პორტის ტერმინალი იწვის
შემდეგი სტატიაISW-ოკუპანტებმა ხარკოვის ოლქში სოფელი აიღეს