იტალიაში ქურდობის ბრალდებით საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს. ადგილობრივი მედია წერს, რომ დაკავებულები 30 და 33 წლისები არიან. გამოძიება მათ 2 სხვადასხვა მაღაზიის გაძარცვას ედავება.თავდაპირველად კარაბინიერებმა დაკავებულები დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს, გუშინ კი სასამართლო განხილვის დასრულების შემდეგ მათ პატიმრობა შეეფარდათ.